კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები დაფიქსირდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 37 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდარღვევები გამოვლენილია სიღნაღის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში.ჩვიდმეტმა მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა სხვადასხვა სახეობის, ჯამში 28 ერთეული ხე-მცენარე. ოცმა მოქალაქემ კი, უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეებისგან, ჯამში 13, 8 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მასალა დაამზადა.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / ხე-ტყე /