ჯუგაანში ქალის მკვლელობაში ბრალდებულის სახლი დაიწვა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში,  68 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული მამუკა მოკვერაშვილის საცხოვრებელს ცრცხლი გაუჩნდა და დაიწვა.
შემთხვევა წუხელ მოხდა. ზანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან სახლი რამდენიმე თვეა დაკეტილია და ამ დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

ცნობისთვის, 68 წლის ქალი ჯუგაანში 30 იანვარს მოკლეს,პოლიციამ ბრალდებული მალევე დააკავა.
| Print |
FaceBook Twitter Google