ბუსტერიზაცია გახლავთ ერთ-ერთი მთავარი იარაღი– ამირან გამყრელიძე
ბუსტერიზაციის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ბოლო მონაცემებზე დაკვირვების მიხედვით, ადამიანებს, რომლებსაც ბუსტერდოზა გაკეთებული აქვთ, იშვიათია ომიკრონით ინფიცირების შემთხვევა.

„ბუსტერიზირებულებში ინფექციის განვითარება ომიკრონის შედარებით იშვიათია და ის მიმდინარეობს ბევრად უფრო მსუბუქად, ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ მთავარ სლოგანს, რომ ბუსტერიზაცია გახლავთ ერთ-ერთი მთავარი იარაღი,“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ ორჯერადად აცრისა და ბუსტერდოზის გაკეთებისკენ განსაკუთრებით 60 წელს ზევით მყოფ ადამიანებს მოუწოდებს.
„სადაც მეტი გვაქვს გართულებები, სადაც მოდის სიკვდილიანობის თითქმის 86 პროცენტი 60 წელს ზემოთ, რომ ეს ადამიანები აუცილებლად უნდა აიცრან, ვინც არ არის ორჯერადად აცრილი, ხოლო ვინც ორჯერადად აცრილია, გაიკეთონ ბუსტერი,“ – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google