კახეთში მზიანი ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში მზიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსამდე გათბება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება, მოსალოდნელია მზიანი, უღრუბლო ამინდი, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდები. მზიანი, უღრუბლო ამინდია მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /