ჩვენთან იდენტიფიცირებულია ომიკრონის ორივე შტამი - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ამჯერად ძირითადად „ომიკრონ“ შტამი ცირკულირებს, ასევე დადასტურებულია მისი ორი ქვეშტამის შემთხვევებიც.

„მოგეხსენებათ რომ ომიკრონი ძალიან აქტიურად ცირკულირებს ქვეყანაში, ჩვენთან იდენტიფიცირებულია ომიკრონის როგორც BA 1, და BA 2. ასევე BA 1-ს აქვს თავისი სუბშტამი“, – აცხადებს გამყრელიძე.

საქართველოში "ომიკრონის" პირველი შემთხვევა გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა.

| Print |
FaceBook Twitter Google