საქართველოში კორონავირუსის კიდევ 26 320 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 26 320 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 226 444.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 9 555 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 030 065. კორონავირუსით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 060 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 31.09%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 23.40% ხოლო 7 დღის მანძილზე - 26.38%.

| Print |
FaceBook Twitter Google