სალომე სამადაშვილი „ლელოს“ უერთდება
ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი პარტიას - “ლელო საქართველოსთვის” შეუერთდა.


ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

“პოლიტსაბჭომ დაამტკიცა ჩვენი ახალი წევრის, სალომე სამადაშვილი შემოერთება პარტია “ლელოში”. ასევე ჩემი წარდგინებით, სალომე სამადაშვილი დანიშნული იქნა პარტიის პოლიტიკურ მდივნად, რაც დაამტკიცა პოლიტსაბჭომ. მინდა მადლობა გადავუხადო სალომეს. მგონი, სალომე სამადაშვილს დიდი წარდგენა არ სჭირდება, ყველა იცნობს მას, მისი პოზიციის, პოლიტიკური მოღვაწეობის, დიპლომატიური კარიერიდან გამომდინარე. ბედნიერები ვართ, რომ ასეთი სერიოზული ძალა შემოემატა “ლელოს”. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს ყველა პროდასავლური ძალის გაერთიანება, ყველა ძალის შეკრება საქართველოში, რადგან არის გამოწვევები, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს, ასევე ჩვენს მოძმე ქვეყანა უკრაინას. რაც რეგიონში ხდება, ამას საქართველო მომზადებული და გაძლიერებული უნდა დახვდეს. პირველ რიგში, გაძლიერებაში ვგულისხმობ ყველა იმ ძალის გაერთიანებას, რომელიც ფიქრობს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე და იმაზე, როგორ გადავლახოთ სირთულეები და გავიყვანოთ საქართველო გამარჯვების გზაზე”,- განაცხადა ხაზარაძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google