კახეთში კორონავირუსით კიდევ 1298 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 26 320 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 12 804 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 2 190, იმერეთი - 3 689, ქვემო ქართლი - 1 581, შიდა ქართლი - 1 466, გურია - 439, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 623, კახეთი - 1 298, მცხეთა-მთიანეთი - 617, სამცხე-ჯავახეთი - 511, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 102.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 181 293 საიდანაც: 5 522 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 062 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 263 პირი, 2 041 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 173 730 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google