საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 31.09%-ია
1 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 31.09%, ბოლო 14 დღის - 23.40%, ხოლო 7 დღის - 26.38%.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 226 444 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 030 065, გარდაიცვალა 15 060 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google