ბოქსირებულ განყოფილებაში მძიმე პაციენტთა უმეტესობა აუცრელია - მარინა ენდელაძე
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ამჟამად, არ ჰყავთ მძიმე პაციენტი, რომელსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აქვს გაკეთებული.

„განყოფილებაში ახლა 30 პაციენტი წევს და კიდევ რამდენიმე ადგილი გვაქვს. დაინფიცირებულების ასეთი რაოდენობის პირობებშიც კი, ჰოსპიტალური სექტორი ძალიან გადატვირთული არ არის, მაგრამ ამ 30 პაციენტიდან, 2/3-ზე მეტი მძიმეა. მძიმე პაციენტთა უმეტესობა აუცრელია, აცრილები საშუალო სიმძიმის არიან. ყოველ შემთხვევაში, ამჟამად, აცრილი და დამძიმებული პაციენტი არ გვყავს“, - აცხადებს მარინა ენდელაძე.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 226 444 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 030 065, გარდაიცვალა 15 060 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google