ბუსტერი არის ძალიან მნიშვნელოვანი - თამარ გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ომიკრონის“ მიმდინარეობიდან გამომდინარე გამოიკვეთა, რომ ბუსტერი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამის შესახებ მან იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

„გეგმაში ასევე გათვალისწინებულია დღეს შემუშავებაში მყოფი ვაქცინების ბაზარზე გამოჩენის შესაძლებლობა. მათ ექნებათ განსხვავებული მახასიათებლები, ეს ვაქცინები იქნება ადაპტირებული ახალი შტამების მიმართ. გეგმამ ესეც უნდა გაითვალისწინოს შესყიდვის პროცესში“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google