კახეთში კორონავირუსის კიდევ 851 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 23 664 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 11 543 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 2 334, იმერეთი - 3 413, ქვემო ქართლი - 1 296, შიდა ქართლი - 1 115, გურია - 537, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 554, კახეთი - 851, მცხეთა-მთიანეთი - 472, სამცხე-ჯავახეთი - 462, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 87.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 196 589 საიდანაც:5 723 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 375, აჭარაში - 786, იმერეთში - 1 167.ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 139 პირი, მათ შორის, თბილისში - 451, აჭარაში - 144, იმერეთში - 350. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 262 პირი, მათგან თბილისში - 145, აჭარაში - 46, იმერეთში - 23.1 969 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 181 - თბილისში, 560 - აჭარაში.188 897 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

| Print |
FaceBook Twitter Google