გარდაიცვალა მომღერალი, რომლის შესრულებული "ჩაკრულოც" კოსმოსში გაუშვეს
გარდაიცვალა მომღერალი როსტომ საგინაშვილი, რომლის მიერ შესრულებული “ჩაკრულო” გასული საუკუნის 70-იან წლებში კოსმოსში გაუშვეს.
როსტომ საგინაშვილი ქართლ-კახურ სიმღერებს ასრულებდა. იგი წარმოშობით  გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგიდან იყო. მისი და მომღერალ ილია ზაქაიძის მიერ შესრულებული “ჩაკრულო” ერთ-ერთი იყო 27 მუსიკალური ნაწარმოებს შორის, რომლებიც NASA-მ კოსმოსში 1977 წელს გაგზავნა.

როსტომ საგინაშვილი გურჯაანის საპატიო მოქალაქე გახლდათ. მის საპატივსაცემოდ, გურჯაანის განახლებულ კულტურისა და დასვენების პარკში "ჩაკრულოს" მონუმენტი განთავსდება,ესკიზი უკვე შექმნილია.
| Print |
FaceBook Twitter Google