კახეთში კორონავირუსით კიდევ 1118 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 15 315 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 7 055 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 960, იმერეთი - 2 233, ქვემო ქართლი - 907, შიდა ქართლი - 834, გურია - 470, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 131, კახეთი - 1 118, მცხეთა-მთიანეთი - 286, სამცხე-ჯავახეთი - 235, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 86.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 180 385 საიდანაც: 5 974 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 382, აჭარაში - 696, იმერეთში - 1 193. მძიმე პაციენტია 1 309 პირი, მათ შორის, თბილისში - 480, აჭარაში - 150, იმერეთში - 422. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი, მათგან თბილისში - 166, აჭარაში - 40, იმერეთში - 28. 1 261 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 778 - თბილისში, 308 - აჭარაში. 173 150 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

| Print |
FaceBook Twitter Google