„ომიკრონ“ შტამის პიკი დაღმავალ ტალღაზე გადავიდა - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში „ომიკრონ“ შტამის პიკი დაღმავალ ტალღაზე გადავიდა. მისივე თქმით, მიმდინარე კვირაში ინფიცირების შემთხვევების კლებაა მოსალოდნელი.


„ბოლო დღეების ეპიდსიტუაციის მაჩვენებლები - განსაკუთრებით რეპროდუქციის ინდექსი, ასევე ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე და სხვა დადებითობის მაჩვენებლები იკლებს და ყველაფერი ეს მიუთითებს რომ ჩვენ გადავდივართ პიკს ომიკრონის ტალღის და ვფიქრობთ რომ ამ კვირის განმავლობაში თანდათან შემთხვევების კლების რაოდენობა უნდა გვქონდეს ,თუმცა ეს შესაძლებელია გახანგრძივდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში რამოდენიმე მიზეზის გამო. დღეს ქვეყანაში 95% "ომიკრონია", ერთეულ შემთხვევებში გვაქვს "დელტა", ან სხვა შტამები. "ომიკრონის ქვეშტამებიდან დომინანტურია მისი მეორე შტამი - BA 2, ის შედარებით მეტი გადამდებლობით ხასიათდება, მაგრამ აგრესიულობა მომატებული არ არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google