საქართველოში კოვიდის შემთხვევების 95% ომიკრონის შტამია
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მათემატიკური მოდელირებით ფასდება, რომ საქართველოში კორონავირუსის დადებითი შემთხვევების დაახლოებით 95% ომიკრონითაა განპირობებული.

15 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 170 000 ადამიანია ერთდროულად ინფიცირებული კორონავირუსით, გასულ დღეებში ეს რიცხვი კიდევ უფრო დიდი იყო.
ჯანდაცვის სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ მომდევნო დღეებში კორონავირუსის გავრცელების ტემპი საქართველოში დაიკლებს, თუმცა საზოგადოება ამან „არ უნდა გაათამამოს“.

| Print |
FaceBook Twitter Google