კორონავირუსით ინფიცირების რიცხვმა მსოფლიოში 415 მილიონს გადააჭარბა
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 415 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 415 508 498 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 5 837 873 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 78 038 251 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 925 441 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. დადასტურებული შემთხვევების რიცხვით მეორე ადგილზე საფრანგეთია (22 028 588), მესამეზე კი ინდოეთია (42 723 558).

| Print |
FaceBook Twitter Google