კახეთში კორონავირუსით კიდევ 866 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 15 644 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 7 574 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 1 109, იმერეთი - 2 342, ქვემო ქართლი - 865, შიდა ქართლი - 946, გურია - 447, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 914, კახეთი - 866, მცხეთა-მთიანეთი - 334, სამცხე-ჯავახეთი - 174, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 73.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 171 873 საიდანაც: 5 876 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,
მძიმე პაციენტია 1 259 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 296 პირი, 1 126 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 164 871 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 16 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google