კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 23 ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 23 ფაქტი გამოავლინეს.

ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს, ყვარლისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა, უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეებისგან, ჯამში 7 კუბურ მეტრამდე მოცულობის საშეშე მერქანი დაამზადეს.თელავის, დედოფლისწყაროს, ყვარლის, ლაგოდეხისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში კი, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს ჯამში 18 ერთეული სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / ხე ტყე /