საქართველოში კორონვირუსის კიდევ 14 405 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 14 405 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 526 205. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 24 409 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 348 581.

კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 771 პირი ემსხვერპლა. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 29.64%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 32.04% ხოლო 7 დღის მანძილზე - 30.78%.

| Print |
FaceBook Twitter Google