კახეთში კორონავირუსით კიდევ 948 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 14 405 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 7 040 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 825, იმერეთი - 2 014, ქვემო ქართლი - 734, შიდა ქართლი - 841, გურია - 565, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 902, კახეთი - 948, მცხეთა-მთიანეთი - 261, სამცხე-ჯავახეთი - 199, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 76.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 161 827 საიდანაც: 5 818 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 255 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 294 პირი, 1 013 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 154 996 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

| Print |
FaceBook Twitter Google