საქართველოში კორონავირუსით კიდევ 32 პაციენტი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 775 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 553 668.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 19 242 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 407 776. კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 888 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 26.02%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 31.28% ხოლო 7 დღის მანძილზე - 29.97%.

| Print |
FaceBook Twitter Google