კახეთში კრონავირუსით კიდევ 245 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 2617 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 378, იმერეთი - 601, ქვემო ქართლი - 219, შიდა ქართლი - 158, გურია - 165, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 274, კახეთი - 245, მცხეთა-მთიანეთი - 47, სამცხე-ჯავახეთი - 51, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 20.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 129 978 საიდანაც:5 585 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 246 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი, 896 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 586 - თბილისში, 167 - აჭარაში.123 497 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

| Print |
FaceBook Twitter Google