დიზაინერ გიორგი მასხულიას სცემეს
დიზაინერ გიორგი მასხულიას თავს დაესხნენ. ამის შესახებ მასხულიამ ინფორმაცია თავად გაავრცელა.

,,კლუბ „ოთახში“, ახვლედიანის # 6-ში, თავს დამესხა სამი ადამიანი და პოლიცია არ რეაგირებს. სასწრაფოდ სამივე მომიყვანეთ და დაიჭირეთ. „ჰელსიკორის“ საავადმყოფოში ვარ.
ვატარებ კონკურსებს, ვემსახურები საქართველოს კულტურას და თავს მესხმიან, ამის ღირსი არ ვარ“, - აცხადებს გიორგი მასხულია ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.

დიზაინერი ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება.

| Print |
FaceBook Twitter Google