მოკლე ვადებში კორონავირუსით ხელახლა დაინფიცირება ნაკლებადაა შესაძლებელი - მაია ბუწაშვილი
რაც შეეხება „ომიკრონით“ რეინფიცირებას, იმ მოკლე ვადებში, რასაც ადამიანები ჩივიან, რომ 2-3 კვირაში დაემართათ, ეს პრაქტიკულად ძალიან ნაკლებადაა შესაძლებელი. ამის სესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, წლის ამ პერიოდში აქტიურად ცირკულირებს სხვა რესპირაციული ვირუსული ინფექციები, და ალბათობა იმისა, რომ კოვიდგადატანილ ადამიანს დაემართოს, მაღალია. მისივე თქმით, არსებობს ვარაუდი, რომ „ომიკრონის“გადატანის შემთხვევაში რეინფიცირების შანსი მინიმუმ 2-4 თვე პრაქტიკულად არ არის.

„კოვიდგადატანილს ადვილად შეიძლება დაემართოს სხვა რესპირაციული ინფექციები და სიმპტომები ყველა ერთმანეთს ჰგავს, ამიტომ ადამიანებს ჰქონიათ, რომ კოვიდი დაუბრუნდათ. მეტიც, შეიძლება ტესტი ჩაიტარონ და ისევ დადებითი იყოს, ჩვენ ვიცით, რომ ზოგჯერ განკურნებულებშიც „პისიარი“ იჭერს ძველ ნარჩენებს ვირუსის. ეს არ ნიშნავს, რომ ეს მიმდინარე კოვიდია და ადამიანი გადამდებია“, - განმარტავს ბუწაშვილი.

| Print |
FaceBook Twitter Google