საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 101 ადამიანი დაინფიცირდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 12 101 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 565 769.


ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 14 764 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 422 540. კორონავირუსით გარდაცვალების 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 933 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 25.48%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 30.65% ხოლო 7 დღის მანძილზე - 28.55%.

| Print |
FaceBook Twitter Google