არის სტაბილიზაციის ნიშნები - თამარ გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, არის სტაბილიზაციის ნიშნები და ეტაპობრივად გადავდივართ ინფექციის დაღმავალ ფაზაში.

მისი თქმით, უახლოესი რამდენიმე დღე მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ზუსტად გამოჩნდეს, რა ტემპით შეიძლება გვქონდეს სიტუაციის სტაბილიზაციის მოლოდინი.
„არის სტაბილიზაციის ნიშნები და ეტაპობრივად გადავდივართ უკვე ინფექციის დაღმავალ ფაზაში. დღევანდელი და ასევე მომდევნო კიდევ რამდენიმე დღე არის ძალიან საინტერესო იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ უკვე ზუსტად ვნახოთ, რა ტემპით შეიძლება გვქონდეს სიტუაციის სტაბილიზაციის მოლოდინი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

| Print |
FaceBook Twitter Google