ქორწილებისა და ქელეხების გამართვა აღარ იკრძალება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი მარტიდან უქმდება შეზღუდვა სოციალურ ღონისძიებებზეც.
საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეებს მარტიდან შეეძლებათ გამართონ ქორწილი, ქელეხი და სხვა.

ამასთანავე, პირველი მარტიდან კვების ობიექტებში იზრდება 1 მაგიდასთან დაშვებულ პირთა რაოდენობა. ამიერიდან დახურულ სივრცეში 1 მაგიდასთან 10 ადამიანს ექნება დასხდომის უფლება, ხოლო ღია სივრცეში – 15-ს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ქელეხი / ქორწილი /