პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის განსაზღვრის ვადა დადგინდა
განათლების მინისტის ბრძანებით, საქართველოში არსებული საჯარო სკოლებისთვის 2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის განსაზღვრის ვადა დადგინდა.

“2022-2023 სასწავლო წელს სექტორების, ცვლებისა და სასწავლო შენობების შესაბამისად, საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის განსაზღვრის ვადა დადგინდეს 2022 წლის 01 მარტიდან 2022 წლის 11 მარტის ჩათვლით“, – ვკითხულობთ ბრძანებაში.

რაც შეეხება 2022-2023 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის დაწყებას, სამინისტროს ინფორმაციით, ვადები ამ მომენტისთვის ზუსტად გაწერილი არ არის და დადგენის შემდეგ გამოქვეყნდება. მათივე განმარტებით, რეგისტრაცია გაზაფხულზე იწყება
და ამ კუთხით განსაკუთრებული ცვლილება არ იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google