მთავრობის ადმინისტრაციასთან აქტივისტები დააკავეს
ცოტა ხნის წინ კანცელარიასთან პოლიციამ 8 აქტივისტი დააკავა. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს, ამის უფლება მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.

აქციის მონაწილეები პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ რათა მიიღონ პასუხი, როდის შეუშვებენ მიხეილ სააკაშვილთან მედიკოსებს და როდის მიიღებს ის სათანადო სამედიცინო დახმარებას.

აქტივისტების თქმით, ისინი ბრძოლას არ შეწყვეტენ.

| Print |
FaceBook Twitter Google