დაწესებულებებში დეზობარიერისა და თერმოსკრინინგის ვალდებულება უქმდება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაწესებულებებში დეზობარიერებისა და თერმოსკრინინგის ჩატარების ვალდებულება უქმდება.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
„უქმდება თერმოსკრინინგისა და ჟურნალის წარმოების ვალდებულება, უქმდება დეზობარიერის ქონის ვალდებულება და სასტუმროებს მიეცემათ საშუალება, სასადილოს მეშვეობით მომსახურება გაუწიონ თავის სტუმრებს“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google