ახმეტელმა ძიუდოისტებმა ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები აიღეს
19-20 თებერვალს ქალაქ გორში ჩატარებულ საქართველოს პირველობაზე ჭიდაობა ძიუდოში ახმეტელმა სპორტსმენებმა ერთი პირველი, ერთი მეორე და სამი მესამე ადგილი მოიპოვეს.

ტურნირში 2005-2006 წლებში დაბადებული ჭაბუკები და გოგონები მონაწილეობდნენ.

პირველ ადგილზე 60 კგ. წონით კატეგორიაში გავიდა - ბექა მაჩალიკაშვილი
მეორე ადგილზე 63 კგ. წონით კატეგორიაში გავიდა - მარი ნათელაური
მესამე ადგილები კი 90 კგ. წონით კატეგორიაში - ისლამ წინწალაშვილმა, 81 კგ. წონით კატეგორიაში - მათე ჩაფურიშვილმა და 66 კგ. წონით კატეგორიაში ნიკა მორბედაძემ გადაინაწილეს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ახმეტა / ძუდო /