კახეთში მზიანი ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში თბილი და მზიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსამდე გათბება.

ლაგოდეხში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდები. გურჯაანში დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /