ჭანდარში მიწისქვეშა კამაროვანი ნაგებობა აღმოაჩინეს
სოფელ ჭანდარში მიწისქვეშა კამაროვანი ნაგებობა აღმოაჩინეს. კირის დუღაბზე აგურით ნაშენი კამაროვანი ნაგებობა მუშებმა გაზის გაყვანის სამუშაოების დროს ნახეს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურის სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილის განმარტებით, რამდენიმე მეტრი სიგრძის ნაგებობა გვიანდელ შუა საუკუნეებს განეკუთვნება,თუმცა რა მიზნით გამოიყენებოდა, ჯერჯერობით უცნობია.

„ აღნიშნულის შესახებ უკვე ვაცნობეთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. შენობას არქეოლოგიური კვლევა სჭირდება. ნაგებობა რამდენიმე მეტრის სიგრძისაა და მკვიდრად არის ნაგები. ჩვენი აზრით, გვიანდელ შუა საუკუნეებს განეკუთვნება”– განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google