მნიშვნელოვანია ძალაში დარჩეს დახურულ და ღია სივრცეში პირბადით გადაადგილება - ივანე ჩხაიძე
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის გაცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ძალაში დარჩეს დახურულ და ღია სივრცეში პირბადით გადაადგილება.

„როდესაც ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი კლების ტენდენციით ხასიათდება, შეზღუდვების გარკვეული ნაწილის მოხსნა დასაშვებია, მაგრამ რაღაც გარკვეული ბარიერი ქვეყანაში უნდა იყოს. ეს ბარიერი შეიძლება იყოს ნიღბის ტარების ვალდებულება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეების გადაადგილება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში ნიღბით მოხდეს. ეს მუტაციებთან ეფექტური ნაბიჯია“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების უმეტესობა უქმდება.

| Print |
FaceBook Twitter Google