გურჯაანში ახალგაზრდული ფორუმი ჩატარდება
27 თებერვალს 12 საათზე გურჯაანის ტექნოპარკში ახალგაზრდული ფორუმი ჩატარდება. ღონისძიება ერთდღიანი იქნება და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის, თათია ფურცელაძის განმარტებით, ფორუმის მთავარი თემა იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ახალგაზრდობის როლი ბიზნესში.

„ახალგაზრდული ფორუმი არის გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის პროექტი, შესაბამისად, მერია აფინანსებს. ეს არის ერთდღიანი ღონისძიება, რომლის მიზანიც არის ახალგაზრდული საქმიანობის განვითარებაში ინოვაციური ტექნოლოგიების, მეწარმეობის, კულტურის დანერგვის ხელშეწყობა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. გურჯაანის მუნიციპალიტეტთან დამეგობრებული ქალაქებიდან იქნებიან ონლაინრეჟიმში მოწვეული ახალგაზრდები. ისინი ისაუბრებენ თავიანთ გამოცდილებაზე. ასევე გვეყოლებიან ქართველი სპიკერებიც. დღეს მერიის ფეისბუქგვერძე დაიდება ლინკი სადაც ახალგაზრდებს დარეგისტრირება შეეძლებათ. “

მისივე თქმით პროექტი 17 ათასი ლარით ფინანსდება.

| Print |
FaceBook Twitter Google