თელავსა და ლაგოდეხში უკანონო ნადირობის ფაქტები გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 3 ფაქტი გამოავლინეს.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ტარიბანას მიმდებარედ, მოქალაქეები, გარემოდან გადამფრენი ფრინველის ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრების გარეშე ნადირობდნენ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ჭიაურის ტყეში კი, მოქალაქე დაურეგისტრირებელი სანადირო იარაღით ნადირობდა. მას მონადირებული ჰყავდა 1 ერთეული კოდალა და 1 ერთეული ჩხიკვი.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით.

| Print |
FaceBook Twitter Google