წვიმა და თოვლი - საქართველოში ამინდი შეიცვლება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 თებერვლის დღის ბოლოდან 27 თებერვლის დილამდე საქართველოში ნავარაუდევია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.

სინოპტიკოსების პროგნოზით მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე კი 3-4 ბალიანი ღელვა. ძლიერმა ნალექებმა, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია გამოიწვიოს წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება.

| Print |
FaceBook Twitter Google