დისტანციური სწავლებაზე კიდევ 3 575 მოსწავლე გადავიდა
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, დისტანციური სწავლების ფორმატზე გადასვლის სურვილი 3 575-მა მოსწავლემ დააფიქსირა და სპეციალურ სისტემაში დარეგისტრირდა, 23 025 -მა მოსწავლემ კი პირიქით, ონლაინიდან კლასში დაბრუნება მოითხოვა.

რაც შეეხება ვაქცინაციას მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფებში, 24 თებერვლის მონაცემებით, 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 024 (2.27%), სრულად აცრილია – 3 112 (1.75%). ხოლო 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 512 (15.43%) და სრულად აცრილია- 11 044 (13.62%).

შეგახსენებთ, რომ ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში. დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე.

| Print |
FaceBook Twitter Google