"მადლობა ქართველ ხალხს" - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში უკრაინის მხრდასაჭერად გამართულ აქციებს გამოეხმაურა.
მან ვრცელ ვიდეო მიმართვაში ქართველ ერს მადლლობა გადაუხადა.
„მინდა მადლობა გადავუხადო ბრწყინვალე ქართველ ხალხს, რომელიც ქუჩებში გამოვიდა და მხარი დაუჭირა უკრაინას , ნამდვილად მეგობრები ხართ, მადლობა“,-თქვა მან.

ზელენსკი სოლიდარობის აქციას ტვიტერზეც გამოეხმაურა.

“გასაოცარი ქართველი ხალხი, რომელსაც ესმის, რომ მეგობრებს უნდა დაუჭირონ მხარი! მადლობა ყველას თბილისსა და სხვა ქალაქებში, ვინც უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ გამოვიდა. მართლაც, არის ხოლმე დრო, როცა ხალხი არ წარმოადგენს მთავრობას, მაგრამ მთავრობაზე უკეთესია“, – წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ომი 24 თებერვალს დაწყო. იბომბება როგორც  დედაქალაქი კიევი, ასევე მიმდებარე ქალაქები. 

შეგახსენებთ,რომ უკრაინის მხადამჭერი აქციები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორი თელავსა და ახმეტაშიც გაიმართა.


| Print |
FaceBook Twitter Google