კახეთში კორონავირუსი 402 ადამიანს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი 6236 პირს დაუდასტურდა, მათ შორის 402 შემთხვევა კახეთში გამოვლინდა.
ქვეყნის მასშტაბით, გამოჯანმრთელდა 14 909 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა -43.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 33 926 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 408 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 518 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 236 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 2 619 შემთხვევა, აჭარაში - 371, იმერეთში - 1 019, ქვემო ქართლში -309, შიდა ქართლში - 427, გურიაში - 293, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 468, კახეთში - 402, მცხეთა-მთიანეთში - 137, სამცხე-ჯავახეთში - 124, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 67.



| Print |
FaceBook Twitter Google