უკრაინის დროშა თელავის ადმინისტრაციულ შენობაზე
“ნაციონალური მოძრაობის” თელავის საკრებულოს წევრებმა,ადმინისტრაციულ  შენობაზე უკრაინის სახელმწიფო დროშა გადმოფინეს. ისინი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას აპროტესტებენ.
დეპუტატების თქმით, ყველა ქართველის ვალია შეუერთდეს მსოფლიო სოლიდარობას უკრაინელი ხალხისადმი და უარი უთხრა ომს.

თელავის გარდა, უკრაინის დროშები გადმოფინეს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებზე.
| Print |
FaceBook Twitter Google