გურჯაანში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
დღეს გურჯაანში კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები რეგიონებიდან საზოგადოების განვითარებისათვის“ უკრაინის მხარდამჭერ აქციას გამართავს.
„შევიკრიბებით დროშებით და ლოზუნგებით. იქნება მშვიდობიანი აქცია.როგორც სხვა რეგიონებში გამოხატეს თანადგომა და მხარდაჭერა, აქაც ასე იქნება. ვისაც სურვილი ექნება, შემოგვიერთდეს. “ - გვითხრა ორგანიზატორმა, მარინა კაკიაშვილმა-რუაძემ.

მისივე თქმით, აქცია 17:00 საათზე დაიწყება.

| Print |
FaceBook Twitter Google