კორონავირუსით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 6 847 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 003 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 612 319 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 513 164, გარდაიცვალა 16 199 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google