პარტნიორი ქვეყნები უკრაინას 70 თვითმფრინავით დაეხმარებიან
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული კონტრაქციის ცენტრის ცნობით, 70 დამხმარე თვითმფრინავი უკრაინისკენ მიემართება.

„ჩვენი პარტნიორები გვაძლევენ MiG-29 და Su-25-ებს. საჭიროების შემთხვევაში, ისინი ბაზირებულნი იქნებიან პოლონეთის აეროდრომებზე, საიდანაც უკრაინელი პილოტები საბრძოლო მისიებს შეასრულებენ“ – აღნიშნულია კონტრაქციის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინას ამ ეტაპზე ეხმარებიან:
ბულგარეთი – (Mig-29) – 16 ერთეული; (Su-25) – 14 ერთეული
პოლონეთი – (Mig-29) – 28 ერთეული
სლოვაკეთი – (Mig-29) – 12 ერთეული

| Print |
FaceBook Twitter Google