კახეთში კორონავირუსის კიდევ 542 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 847 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 2 759 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება:აჭარაში - 362, იმერეთში - 1 226, ქვემო ქართლში -286, შიდა ქართლში - 446, გურიაში - 321, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 506, კახეთში - 542, მცხეთა-მთიანეთში - 174, სამცხე-ჯავახეთში - 140, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 85.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 82 930 არის, საიდანაც: 4 479 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 000 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 279 პაციენტი, 78 451 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

| Print |
FaceBook Twitter Google