ონლაინ სათამაშო ბიზნესზე რეგულაციები გამკაცრდა
დღეიდან, აზარტულ და მომგებიან თამაშებზე რეგულაციები გამკაცრდა. 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეები, სოციალურად დაუცველი პირები და საჯარო მოხელეები ონლაინ კაზინოებით ვეღარ ისარგებლებენ.

ჯამში შეზღუდვები 1 მილიონამდე მოქალაქეს შეეხო. აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამაც. პროვაიდერებს აეკრძალათ უცხოური სათამაშო ბიზნესის სასარგებლოდ მომხმარებლების მიერ გადახდების განხორციელება.

| Print |
FaceBook Twitter Google