კორონავირუსით კიდევ 32 პაციენტი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გასულ 24 საათში კორონავირუსის 3 840 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 32 პაციენტი.

გამოჯანმრთელდა 4 692 ადამიანი. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 075 კვლევა, მათ შორის 14 438 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 637 PCR–ით.

| Print |
FaceBook Twitter Google