გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო
გურჯაანის სკოლამდელი სააᲦმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების და Საბავშვო ბაგა-Ბაღების თანამᲨრომლებმა უკრაინის მოსახლეობის დასახმარებლად შემოწირულობის შეგროვება დაიწყეს.

როგორც ჩვენთან საუბარში გაერთიანების დირექტორმა შორენა ფროდიაშვილმა განაცხადა, გროვდება პირველადი მოხმარების არამალფუᲭებადი საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საᲨუალებები, ტანსაცმელი და საᲗამაᲨოები.

„უკრაინელი ხალხის დასახმარებლად აქციაში მონაწილეობას იღებენ როგორც თანამშრომლები ასევე აღსაზრდელების მშობლები. შეგროვდა ტანსაცმელი, პროდუქტები, ჰიგიენის ნივთები და სხვა.ეს ყველაფერი თავმოყრილია ჩვენთან და გაიგზავნება გაჭირვებული ხალხის დასახმარებლად. ორი დღე კიდევ შეგროვდება და ამის მერე მერია გაუკეთებს მობილიზებას და გაგზავნის. “

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბაღი / გურჯაანი /