კორონავირუსით კიდევ 43 პაციენტი გარდაიცვალა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 11 767 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.43 ადამიანი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 619 274 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 529 623, გარდაიცვალა 16 274 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google